პროფესიული უნარების ტესტები 2018 წელი

რესურსი


                    სასწავლო რესურსი
        სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ.ვალის # 2 საჯარო სკოლის პედაგოგი ხ. გოზალიშვილი

მე-11 კლასში პროგრამულად ისწავლება სივრცული ფიგურების კვეთები. მოსწავლეებს ამოსახსნელად ვაძლევ ჯერ  პირველ ამოცანას და ვთხოვ მათ რომ ააგონ საძიებელი კვეთა. მოსწავლეებმა შეძლეს სასურველი კვეთის აგება . ასევე არ გასჭირვებიათ მე -3 და    მე-4 ამოცანების ამოხსნა.,  გაუჭირდათ მე-2 და მე-5 ამოცანები   , მაგრამ საერთოდ ვერ ააგეს მე-6 ამოცანაში მოცემული კვეთა .  ამიტომ გადავწყვიტე მოსწავლეებისთვის წარმოსახვის უნარის გასავითარებლად  შემექმნა სივრცული ფიგურების კარკასები,  რომელთა დახმარებითაც მოსწავლეები თვითონ ააგებდნენ სასურველ კვეთას
 სივრცული ფიგურების კარკასები დავამზადე წვენის ჩხირებისგან . ცხელი წებოს  დახმარებით გავაკეთე კუბის , პარალელეპიპედის , სამკუთხა პირამიდის , ოთხკუთხა პირამიდის და ექვსკუთხა პირამიდის  კარკასები. მასზე ადვილად მაგრდება ჭიკარტები, რომელიც შეგვიძლია დავამაგროთ სასურველ ადგილზე.  ძაფის დახმარებით დავამაგრებ  ჭიკარტებს და მოსწავლეები დაამაგრებენ ჭიკარტებზე ძაფს და მივიღებთ სასურველ კვეთას . მოსწავლეებმა ადვილად შეძლეს სასურველი კვეთის აგება და აღარ გასჭრვებიათ ამოცანაში მოცემული  ნებისმიერი კვეთის აგება.  მათ განუვითარდათ წარმოსახვის უნარი.
     მოცემული რესურსი შეუძლია გამოყენებული იქნას თითქმის ნებისმიერ კლასში. დაწყებით კლასებში მოსწავლეები შეძლებენ სივრცული ფიგურების წვეროს , წიბოს და  წახნაგების რაოდენობების დათვლას ,   აგრეთვე მე-5 და  მე-6  კლასში  მოსწავლეები შეძლებენ სივრცული ფიგურების კარკასების სიგრძეების დათვლას.  მე -9 კლასშიც მოსწავლეები შეძლებენ ელემენტარული კვეთების აგებას და მისი ფართობების დათვლას.








სასწავლო რესურსის რეფლექსია
სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქ.ვალის #2 საჯარო სკოლა                                                         მათემატიკის პედაგოგი : ხათუნა გოზალიშვილი
კლასი : XI
სასწავლო რესურსის დასახელება : სივრცული ფიგურების კვეთები
 სასწავლო რესურსის მიზანი : მათ.XI.11  მოსწავლეს შეუძლია სივრცული ფიგურის კვეთებისა და გეგმილების გამოყენება სივრცული ფიგურის შესასწავლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • მსჯელობს სივრცული ფიგურის კვეთის შესაძლო ფორმაზე და აგებს სივრცული ფიგურის მითითებულ კვეთას;
  • პოულობს ფიგურის გეგმილს მითითებული პარალელური დაგეგმილებისას;
  • მსჯელობს სივრცული ფიგურის შესაძლო ფორმაზე მისი კვეთის/კვეთების  მიხედვით;
მსჯელობს ფიგურის შესაძლო ფორმაზე მისი ანასახის მიხედვით პარალელური დაგეგმილებისას
                 მე-11 კლასში პროგრამულად ისწავლება სივრცული ფიგურები და მათი კვეთები . როდესაც გადავედი სივრცული ფიგურების შესწავლაზე აღმოჩნდა რომ მოსწავლეებს არ შეეძლოთ ძალიან მარტივი კვეთის აგება ,ამიტომ გადავწყვიტე რომ შემექმნა სივრცული ფიგურების კარკასები , რომლის დახმარებითაც მოსწავლეები შეძლებდნენ თვითონ აეგოთ კვეთა და დაენახათ კვეთაში  მიღებული ფიგურა. წვენის ჩხირებისაგან და ცხელი წებოს დახმარებით გავაკეთე სივრცული ფიგურების კარკასები.კერძოდ: მართკუთხა პარალელეპიპედი  , სამკუთხა ,ოთხკუთხა და ექვსკუთხა პირამიდები, ასევე სამკუთხა პრიზმა . მოცემულ კარკასებზე ადვილად მაგრდება ჭიკარტები. მოსწავლეები ამოცანის მიხედვით ამაგრებენ ჭიკარტებს საძიებელ ფიგურაზე და ძაფის გამოყენებით აგებენ  საძიებელ კვეთებს  .
       მოცემული რესურსი შეუძლია გამოყენებული იქნას თითქმის ნებისმიერ კლასში. დაწყებით კლასებში მოსწავლეები შეძლებენ სივრცული ფიგურების წვეროს , წიბოს და  წახნაგების რაოდენობების დათვლას ,   აგრეთვე მე-5 და  მე-6  კლასში  მოსწავლეები შეძლებენ სივრცული ფიგურების კარკასების სიგრძეების დათვლას.  მე -9 კლასშიც მოსწავლეები შეძლებენ ელემენტარული კვეთების აგებას და მისი ფართობების დათვლას 
სივრცული ფიგურები-ის სურათის შედეგი




Комментариев нет:

Отправить комментарий