სამოდელო გაკვეთილის
გეგმა
|
|
გაკვეთილის თემა
|
თემა : „ცილინდრი
. კონუსი“
|
კლასი
დრო
|
მე-11
45 წთ.
|
საგანი
და პედაგოგი
|
მათემატიკა – ხათუნა გოზალიშვილი
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
12
|
განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეთა
რაოდენობა
|
0
|
.სამოდელო გაკვეთილის ტიპი
|
გამჭოლი კომპეტენცია
|
სამოდელო გაკვეთილის ტიპთან შესაბამისობა
|
რაოდენობრივი წიგნიერება
.
|
სასწავლო
მიზნები:
|
მოსწავლე
შეძლებს მოცემული სივრცული ფიგურების
“ მაკეტების “ მეშვეობით
საძიებელი კვეთის აგებას .
კვეთაში მიღებული ფიგურის დასახელებას და შემდეგ საძიებელი ფართობის დათვლას .
|
ესგ-თან კონკრეტული კლასის მისაღწევ შედეგებთან შესაბამისობა
|
მათ.XI.11 მოსწავლეს შეუძლია სივრცული ფიგურის კვეთებისა
და გეგმილების გამოყენება სივრცული ფიგურის შესასწავლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
|
მოსწავლეთა წინარე ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან მართკუთხა პარალელეპიპედის , კუბის , პირამიდის
ღერძული კვეთის აგება და კვეთაში მიღებული
ფიგურის ფართობის დათვლა.
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო
მენეჯმენტი
|
1: საორგანიზაციო საკითხი (ვერბალური
მეთოდი 2 წთ)
აქტივობა
2: საშინაო დავალების შემოწმება
და წინარე ცოდნის გააქტიურება (5 წთ)
·
აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის
განმტკიცება (კითხვა- პასუხი )
·
გაკვეთილის
თემის გაცნობა
·
შეფასების
ფორმების და კრიტერიუმების გაცნობა
კლასის ორგანიზების ფორმა : მთელი კლასი
აქტივობის აღწერა:
![]()
# 10
AOB არის
150-იანი ორწახნაგა კუთხის ხაზოვანი კუთხე.
OA=OB=12. იპოვეთ AB.
# 11
BAC არის 45
-იანი ორწახნაგა კუთხის ხაზოვენი კუთხე . AB=AC. BC= 10 სმ. იპოვეთ AB და AC.
მასწავლებელი საორგანიზაციო საკითხის მოგვარების
შემდეგ ( მისალმება , ჟურნალის წარმოება ) ამოწმებს საშინაო დავალებას . მოსწავლეები
შერჩევითი მეთოდის მეშვეობით დაფაზე წერენ საშინაო დავალებას და ამოწმებენ რამდენად
სწორად აქვთ შესრულებული . შეცდომის აღმოჩენის
შემთხვევაში ასწორებენ დავალებას . დავალების
შემოწმების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ახალი გაკვეთილის თემას ,მიზანს
და შფასების კრიტერიუმებს.
აქტივობა 3 .მინი ლექცია თემაზე ცილინდრი და კონუსი (სლაიდ -შოუ ) (5 წთ )
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა მიიღონ ინფორმაცია ცილინდრის და კონუსის შესახებ .
·
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს კიდევ
ორ სივრცულ ფიგურას ცილინდრს და კონუსს. რა
არის ცილინდრი და კონუსი . რომელი ფიგურების
ბრუნვისგან მიიღება ეს ფიგურები . აქტივობა 4. ცილინდრის და კონუსის ღერძული კვეთის
აგება და მოკლე პრეზენტაციის გაკეთება
(დრო
5 წთ )
·
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა
დამოუკიდებლად შეძლონ ცილინდრის და კონუსის
„მაკეტების „ საშუალებით გამოიყვანონ მოცემული სივრცული ფიგურების
ღერძულ კვეთაში მიღებული ფიგურები და დაასახელონ
ისინი .
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს ორ ჯგუფად და ურიგებს მათ წვენის ჩხირებისაგან გაკეთებულ ცილინდრის
და კონუსის „ მაკეტს „ .აძლევს დავალების
ინსტრუქციას და აგრეთვე სამუშაოსთვის შესასრულებელ
დროს . მოსწავლეები მოცემულ ფიგურაზე ამაგრებენ ჭიკარტებს და საქსოვი ძაფის დახმარებით
აგებენ საძიებელ კვეთას . შემდეგ ასახელებენ კვეთაში მიღებულ ფიგურას . აკეთებენ მოკლე პრეზენტაციას ( თითო ჯგუფს თითო ფიგურა) . მასწავლებელი აქტივობის
შემდეგ აფასებს ჯგუფებს შესაბამისი შეფასების რუბრიკით ( დანართი # 2)
·
აქტივობა 5 : ამოცანების ამოხსნა
(10 წთ )
·
კლასის ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური მუშაობა
·
აქტივობის მიზანი: ნასწავლი მასალის განმტკიცება
·
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი
მოსწავლეებს აძლევს შემდეგი სახის დავალებებს
. აგრეთვე , აძლევს დავალების შესასრულებლად
დროს და საჭიროების შემთხვევაში
ეხმარება მათ . აქტივობის შემდეგ მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს (დანართი #1 ). მოსწავლეები შეირჩევიან
შემთხვევითი პრინციპით სტიკერების
დახმარებით .
·
ამოცანა #1
·
ცილინდრის ღერძული კვეთის დიაგონალია 12 სმ. იგი
ფუძის სიბრტყესთან ადგენს 30 -იან კუთხეს . რისი ტოლია ცილინდრის სიმაღლე
·
ამოცანა #2
·
კონუსის სიმაღლეა 12 სმ, ფუძის რადიუსი -5 სმ.
იპოვეთ კონუსის მსახველი.
·
ამოცანა #3
კონუსის
ღერძული კვეთა ტოლგვერდა სამკუთხედია , მისი გვერდი 16 სმ-ია. რისი ტოლია
კონუსის სიმაღლე.
·
აქტივობა 6 : ამოცანების ამოხსნა (13 წთ )
·
აქტივობის მიზანი ნასწავლი
მასალის განმტკიცება
·
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი
მოსწავლეებს ყოფს ორ ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს
აძლევს ამოცანებს . აძლევს აქტივობისათვის შესასრულებელ დროს და დავალების
ინსტრუქციას . დროდადრო მასწავლებელი მოსწავლეებს ახსენებს დარჩენილ დროს. აქტივობის
შესრულების დროს მასწავლებელი საჭიროების შემთხვევაში ეხმარება მათ. მოსწავლეები
ამოცანების ამოხსნის შემდეგ აკეთებენ პრეზენტაციას თითოეული ჯგუფი ცალ-ცალკე . აქტივობის
შემდეგ მოსწავლეები ფასდებიან (დანართი
#2 )
·
1 ჯგუფი
ცილინდრს კვეთს სიბრტყე ,რომელიც მისი ღერძის პარალელურია. ცილინდრის სიმაღლე 16 სმ-ია , რადიუსი-10 სმ.
იპოვეთ კვეთაში მიღებული ფიგურის ფართობი , თუ ეს ფიგურა ცილინდრის ფუძის ცენტრიდან
დაშორებულია 6 სმ-ით.
·
2 ჯგუფი
კონუსის ღერძული კვეთის ფართობი 24 სმ -ია , ფუძის ფართობი 32 სმ . იპოვეთ
კონუსის სიმაღლე.
აქტივობა 7 : გასასვლელი ბილეთების შევსება ( 4 წთ
)
კლასის
ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური მუშაობა
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეები შეავსებენ გასასვლელ ბილეთებს
აქტივობა : 8 საშინაო დავალების
მიცემა (1წთ )
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი
საშინაო დავალებად მისცემს სახელმძღვანელოდან (მათემატიკა გ. გოგიშვილი მე 11-კლასი ) გვ
224 # 7 ,#10, #11.
|
შეფასება და თვითშეფასება
|
შეფასება იქნება განმსაზღვრელი , განმავითარებელი ( გასასვლელი ბილეთბი ).
|
სასწავლო რესურსები
|
სახელმძღვანელო, რვეული, კალამი, ფანქარი
,სახაზავი დაფა, ცარცი, კონუსის და ცილინდრის „ მაკეტები „ ჭიკარტები , საქსოვი ძაფი , პროექტორი
.
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
|
თემის შესწავლის შედეგად მოსწავლეებმა შეძლეს ცილინდრში და კონუსში საძიებელი კვეთის
აგება და კვეთაში მიღებული ფიგურის უცნობი სიდიდის პოვნა .
|
პროფესიული უნარების ტესტები 2018 წელი
- მთავარი
- რესურსი
- სამოდელო გაკვეთილები
- სსსმ - გაკვეთილის გეგმა
- სამოდელო გაკვეთილი ( ინოვაციური )
- სტატისტიკა
- სიმრავლეთა თეორია
- კომბინატორიკა
- კოლეგები
- ვის უნდა 20 ათასი
- CV
- მასწავლებლის ეთიკის კოდექსი
- მათემატიკის როლი თანამედროვე ეპოქაში
- რა არის მათემატიკა
- შეფასების კითხვარები
- სწავლების მეთოდები და სწავლის სტრატეგიები
- მათემატიკის სწავლების მეთოდოლოგია
- მათემატიკის სწავლების მარტივი მეთოდი
- პროექტი
- მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში
- ფლეტლანდია
- პროგრესიები
- ალბათობა
- მარტივი რიცხვები
- მასწავლებლის თვითშეფასება და მისი ფორმები
- პროფესიული უნარების ტესტები 2018 წელი
- მასწავლებლის კომპეტენციის დადსტურება ( ტესტები მათემატიკაში )
- კითხვარის სტატისტიკა
- ეროვნული გამოდის ტესტი და სწორი პასუხი მათემატიკაში (2018 წელი)
- გენიოსებისთვის ????
- რამდენი საზამთროა ?
- 10 სწრაფი მათემატიკური ხრიკი
- პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
- პროფესიული უნარების ტესტები 2019 წელი
- სამოდელო გაკვეთილი თემაზე : ცილინდრი .კონუსი
სამოდელო გაკვეთილი თემაზე : ცილინდრი .კონუსი
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий