სამოდელო გაკვეთილის
გეგმა
|
|
გაკვეთილის თემა
|
თემა : „ბირთვი“
|
კლასი
დრო
|
მე-11
45 წთ.
|
საგანი
და პედაგოგი
|
მათემატიკა – ხათუნა გოზალიშვილი
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
10
|
განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეთა
რაოდენობა
|
0
|
.სამოდელო გაკვეთილის ტიპი
|
პრობლემაზე ორიენტირებული
|
სამოდელო გაკვეთილის ტიპთან შესაბამისობა
|
რაოდენობრივი წიგნიერება,
|
სასწავლო
მიზნები:
|
მოსწავლე
შეძლებს ბირთვის
კვეთის აგებას, კვეთაში მიღებული ფიგურის ფართობის დათვლას ა,აგრეთვე
შეძლებს ბირთვისა და კუბის მოცულობის დათვლას . დასმული პრობლემის გადაჭრას და
დასკვნის გამოტანას
|
ესგ-თან კონკრეტული კლასის მისაღწევ შედეგებთან შესაბამისობა
|
მათ.XI.11 მოსწავლეს შეუძლია სივრცული ფიგურის კვეთებისა
და გეგმილების გამოყენება სივრცული ფიგურის შესასწავლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
|
მოსწავლეთა წინარე ცოდნა
|
მოსწავლეებმა იციან კონუსის და ცილინდრის
გვერდითი და სრული ზედაპირირს ფართობების დათვლა . შეუძლიათ ააგონ კონუსის და ცილინდრის
კვეთები და გამოთვალონ მიღებული კვეთის ფართობები . აგრეთვე იციან სიბრტყეში მიღებული ფიგურების უცნობი
ზომების გამოთვლა ,კერძოდ წრეწირში ჩახაზული კვადრატის გვერდის და წრეწირზე შემოხაზული
კვადრატის გვერდის გამოთვლა, წრეწირის ფართობის გამოთვლა .
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო
მენეჯმენტი
|
აქტივობა 1: საორგანიზაციო საკითხი
(ვერბალური მეთოდი (2წთ)
აქტივობა 2
საშინაო დავალების შემოწმება და წინარე ცოდნის გააქტიურება (5 წთ)
·
აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის
განმტკიცება კითხვა- პასუხი
·
გაკვეთილის
თემის გაცნობა
·
შეფასების
ფორმების და კრიტერიუმების გაცნობა
კლასის ორგანიზების ფორმა : მთელი კლასი
აქტივობის აღწერა:
# 13
ცილინდრს კვეთს
სიბრტყე , რომელიც მისი ღერძის პარალელურია. ცილინდრის სიმაღლე 16 სმ-ია, რადიუსი-10 სმ, .იპოვეთ კვეთაში მიღებული
ფიგურის ფართობი ,თუ ეს ფიგურა ცილინდრის ფუძის ცენტრიდან დაშორებულია 6 სმ-ით.
# 20
კონუსის ღერძული
კვეთის ფართობი 24 სმ2-ია ,ფუძის ფართობი 32 სმ2. იპოვეთ კონუსის სიმაღლე
სშინაო დავალების შემოწმების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეების წინაშე სვამს შემდეგ
პრობლემას რომელ შემთხვევაში იქნება დანაკარგი ყველაზე ნაკლები , როცა ბირთვიდან
გამოვჭრით უდიდესი მოცულობის კუბს ,თუ კუბიდან
გამოვჭრით უდიდესი მოცულობის ბირთვს თუ პირველ
და მეორე შემთხვევაში ბირთვის რადიუსი და
კუბის წიბოს სიგრძე იქნება ერთიდაიგივე რიცხვითი
სიდიდე . მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს .
(მინი ლექცია
თემაზე ბირთვი (6 წთ )
·
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს კიდევ ერთ სივრცულ ფიგურას ბირთვს. რა
არის ბირთვი, რომელი ფიგურის ბრუნვისგან მიიღება იგი, რა არის ბირთვის მხები და
მკვეთი სიბრტყე. როგორ გამოითვლება ბირთვის ზედაპირის ფართობი და მოცულობა
·
( ლაიდ -შოუს ჩვენება )
·
აქტივობა ( წერითი მეთოდი ) (10 წთ )
·
ახალი მასალის განმტკიცება
·
კლასის ორგანიზების ფორმა: მთელი კლასი
·
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი
მოსწავლეებს აძლევს შემდეგი სახის დავალებებს
·
1
ამოცანა
·
ბირთვის რადიუსის სიგრძეა 41 სმ. ბირთვი გადაკვეთილია სიბრტყით , რომელიც ცენტრიდან 40 სმ-ითაა დაშორებული .იპოვეთ კვეთაში
მიღებული ფიგურის ფართობი (გვ 230, # 7 )
·
პასუხი ( 81∏
სმ2
·
2
ამოცანა
·
ბირთვის რადიუსის ბოლოზე გავლებულია კვეთა ,
რომელიც რადიუსთან 30 -იან კუთხეს
ადგენს . რადიუსის სიგრძე 4 სმ-ია . იპოვეთ კვეთის ფართობი.
·
პასუხი ( 12 ∏ სმ 2
·
3
ამოცანა
·
ბირთვის რადიუსი არის 4 სმ, ვიპოვოთ ბირთვის
მოცულობა
·
პასუხი ( 256/3 ∏ სმ 3 )
·
ამოცანა
4
·
კუბის გვერდის
სიგრძეა 5 სმ. ვიპოვოთ კუბის მოცულობა
·
პასუხი : (125 სმ3 )
·
აქტივობის მიზანი ნასწავლი
მასალის განმტკიცება ,
·
აქტივობა 3 ( ჯგუფური მუშაობა ) (15 წთ
)
·
აქტივობის მიზანი : მოსწავლეებმა შეძლონ დასმული პრობლემის გადაჭრა
·
აქტივობის აღწერა :
მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს ჯგუფებად და აძლევს თითოეულ ჯგუფს დავალებას. აღნიშნული პრობლემის უკეთ
გააზრებისთვის მასწავლებელი მოსწავლეებს
აჩვენებს სლაიდ-შოუს
·
1 ჯგუფი
·
გვაქვს ტყვიისგან დამზადებული კუბი , რომლის გვერდის სიგრძე
არის 3 სმ. რა მაქსიმალური რადიუსის ბირთვის
გამოჭრა შეგვიძლია ამ კუბიდან ისე , რომ „ დანაკარგი“ იყოს მინიმალური და გამოვთვალოთ
„ დაკარგული „ ტყვიის მოცულობა
·
2 ჯგუფი
·
გვაქვს ტყვიის მასალისგან დამზადებული ბირთვი
, რომლის რადიუსი არის 3 სმ. რა მაქსიმალური მოცულობის კუბის გამოჭრა შეგვიძლია ამ
ბირთვიდან ისე რომ „დანაკარგი „ იყოს მინიმალური.
და გამოვთვალოთ „დაკარგული „ მასალის მოცულობა
·
აქტივობის მიზანი
: მოსწავლეები
შეძლებენ პრობლემის გადაჭრის უმარტივესი გზის მოძებნას ,
კერძოდ მოცემული ფიგურების
კვეთების საშუალებით უცნობი სიდიდის მოძებნას და შემდეგ საძიებელი მოცულობის „დანაკარგის“ მოძებნას
აქტივობა 4 : (გასასვლელი ბილეთები) 4 წთ
კლასის
ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური მუშაობა
აქტივობის მიზანი
: მოსწავლეებს განუვითარდებათ თვითშეფასების უნარი
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეები შეავსებენ გასასვლელ ბილეთებს
მასწავლებელი შეაფასებს მოსწავლეებს
აქტივობა : 7 (საშინაო დავალების მიცემა) (1წთ )
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი
საშინაო დავალებად მისცემს სახელმძღვანელოდან (მათემატიკა გ. გოგიშვილი კლასი ) გვ
230 # 8, 9, 14
|
შეფასება და თვითშეფასება
|
შეფასება იქნება განმავითარებელი, განმსაზღვრელი, მოსწავლეთა თვითშეფასება
წინასწარ შედგენილი რუბრიკებით.
|
სასწავლო რესურსები
|
სახელმძღვანელო, რვეული, კალამი, ფანქარი
,სახაზავი დაფა, ცარცი, კომპიუტერი , პროექტორი
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
|
თემის შესწავლის შედეგად მოსწავლეებმა
შეძლეს სივრცული ფიგურების კერძოდ ბირთვის
, კვეთების აგება და კვეთაში მიღებული ფიგურის უცნობი სიდიდის გამოთვლა , აგრეთვე მიღებული ფიგურების მოცულობების დათვლა
მოსწავლეებს განუვითარდათ მსჯელობის და ლოგიკური აზროვნების,
მოვლენების და ფაქტების ანალიზის ,დასკვნის გამოტანისა და პრობლემის გადაწყვეტის, კრიტიკული აზროვნების
უნარი.
|
საკლასო მუშაობის
შეფასების რუბრიკა
კრიტერი
უმები
|
მაღალი
(9-10)
|
საშუალოზე მაღალი
(7-8)
|
საშუალო
(5-6)
|
საშუალოზე დაბალი
(3-4)
|
დაბალი
(1-2)
|
აქტივობა
სივრცული
ფიგურის კვეთის აგება
|
სწრაფად
და ზუსტად ააგო სივრცული ფიგურის კვეთა
|
ააგო სივრცული ფიგურის კვეთა მაგრამ მაინც საჭიროებს
დახმარებას
|
ხარვეზები
აქვს სივრცული ფიგურების კვეთების აგებისას და საჭიროებს დახმარებას
|
ყოველთვის
საჭიროებს დახმარებას სივრცული ფიგურების კვეთების აგებისას
|
საეთოდ
ვერ აგებს სივრცული ფიგურების კვეთებს
|
აქტივობა
მიღებული
კვეთებიდან დასკვნის გამოტანა
|
სწრაფად
და სწორად გამოიტანა დასკვნა დასმული ამოცანიდან
|
სწრაფად
და სწორად გამოიტანა დასკვნა დასმული ამოცანიდან ,მაგრამ საჭიროებს დახმარებას
|
გამოაქვს
დასკვნა დასმული ამოცანიდან ,მაგრამ ყოველთვის სჭიროებს დახმარებას
|
იშვიათად
გამოაქვს დასკვნა დასმული ამოცანიდან და ყოველთვის საჭიროებს დახმარებას
|
საერთოდ
ვერ გამოაქვს დასკვნა დასმული ამოცანიდან
|
აქტივობა
დასმული
პრობლემის გადაჭრა
|
სწრაფად
და სწორად შეაფასა დასმული პრობლემა და მოძებნა პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზა
|
სწორად
შეაფასა დასმული პრობლემა , მოძებნა პრობლემის გადაჭრის გზა , მაგრამ საჭირობს დახმარებას
|
გაუჭირდა
პრობლემის გააზრება და მისი გადაჭრის გზის მოძებნა
|
გაუჭირდა
პრობლემის გააზრება და მისი გადაჭრის გზის მოძებნა .ყოველთვის საჭიროებს დახმარებას
|
საერთოდ
ვერ მოძებნა პრობლემა
|
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
|
მონაწილეების ჩართულობა
|
როლების გადანაწილება და შესრულება
|
გამოცდილების გაზიარება
|
დროის ლიმიტის დაცვა
|
სასწავლო ამოცანის შესრულება
|
ჯამი
|
ქულა
|
2
|
2
|
2
|
2
|
2
|
|
I ჯგუფი
|
||||||
II ჯგუფი
|
გასასვლელი ბილეთი
დაასრულე ქვემოთ
მოცემული წინადადებები:
Ø დღევანდელი გაკვეთილიდან
ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო იმიტომ, რომ-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Ø ჩემთვის ბუნდოვანი დარჩა------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დღევანდელი გაკვეთილიდან რომელ საკითხზე ვისურვებდი უფრო მეტი ინფორმაციის
გაგებას (თქვენს მიერ მითითებული საკითხი გთხოვთ ჩაიწეროთ საშინაო დავალების რვეულშიც)--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Комментариев нет:
Отправить комментарий